საინვესტიციო პროცესის მართვა ენერგეტიკაში

ინვესტორის გვერდი

     დღესდღეობით ინვესტორი არსებული რთული საინვესტიციო გარემოს არც თუ ისე სახარბიელო საკანონმდებლო ბაზის, დაბალი მყიდველობითუნარიანი მომხმარებლის, ნაკლებად განვითარებული ენერგობაზრის და სხვა ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო ინვესტიციების ჩადების გადაწყვეტილების მიღებას ან ვერ ახერხებს ან მაღალი რისკით აწარმოებს. მას არა აქვს მეცნიერულად სათანადო დასაბუთებული მეთოდიკა, საინვესტიციო პროექტის ოპტიმალური გათვლისათვის, მიუხედავად ეკონომიკური მეცნიერების ამ მიმართულებით განვითარებისა მაინც არსებული მეთოდიკები და მიდგომები ფრაგმენტულია, არასრულყოფილია და ზედაპირულია.

     ინვესტიციის საპროგნოზო ეფექტურობის გათვლის მარტივი მიდგომები ინვესტორს დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ხშირად საინვესტიციო პროექტის განხორციელების დროს წარმოიშობა წინასწარ გაუთვლელი სირთულეები და პრობლემები.

     ყველა პრობლემის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროგრამული პაკეტი (იხ. "პაკეტის შესახებ" ), რომლის მეშვეობითაც ინვესტორი შესძლებს ფინანსურად გააზრებულად მართოს საინვესტიციო პროცესი.
     ამ საიტზე მოყვანილია პროგრამული პაკეტის ერთი ფრაგმენტი, კერძოდ ენერგეტიკაში საინვესტიციო პროექტის ეფექტურობის პირველადი შეფასების ონლაინ ვარიანტი (იხ. "ეფექტურობის დათვლა" ).

Для содержимого этой страницы требуется более новая версия Adobe Flash Player.

Получить проигрыватель Adobe Flash Player

ფინანსირების დაგეგმვა
     გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინვესტორმა უნდა შეადგინოს ენერგეტიკულ ობიექტზე საინვესტიციო პროექტის დაფინანსების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის განხორციელების ეტაპების მიხედვით ფულადი სახსრების მოზიდვის და ამ ფულადი ნაკადების ხარჯვის წესებს, სწორედ ამ საკითხების გათვლას შეასრულებს ჩვენს მიერ შემოთავაზებული საიტი.

პროექტირება
     ამ ეტაპზე უნდა დამუშავდეს ასაშენებელი ენერგოობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს სამრეწველო მშენებლობა.
     ვინაიდან ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება პროექტის ღირებულების დაზუსტება, ინვესტორის წინაშე კვლავ დგება საინვესტიციო პროექტის რეალური ეფექტურობის განსაზღვრა. ამდენად ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კვლავ უნდა გადაანგარიშდეს შეფასებითი მახასიათებლები.
     გადაანგარიშების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საპროექტო სამუშაოების ღირებულება, რომელთა ხვედრითი წილი ენერგეტიკული ობიექტის დანიშნულების მიხედვით სხვადასხვაა.

მშენებლობა
     ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო, რთული და მრავალ ფაქტორიანი ეტაპი. მის სწორ წარმართვაზეა დამოკიდებული პროექტის წარმატება. ამიტომ ინვესტორმა დროის წინასწარ განსაზღვრულ მომენტებში და ფუნქციონალურად დაყოფილი ქვეეტაპების მიხედვით მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს მისი მიმდინარეობა არა მარტო ორგანიზაციული ხაზით, არამედ ეკონომიური თვალსაზრისითაც. ამ უკანასკნელის მიხედვით უნდა ხდებოდეს ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს საიტის მეშვეობით ინვესტორს შეეძლება ეკონომიური ეფექტურობის კრიტერიუმების შემოწმება-დაზუსტება.
     ვინაიდან ამ ეტაპიდან დაწყებული იწყება ძირითადი ფულადი ნაკადების მოძრაობა - ინვესტიციის ჩადება და შემდგომ შემოსავლების მიღება, ამიტომ ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს უნდა მოხდეს ფაქტობრივი პარამეტრების მიხედვით ეკონომიური მახასიათებლების დაანგარიშება, სწორედ ამას შეძლებს ინვესტორი პაკეტის საშუალებით.

მოწყობილობის დამონტაჟება-გამართვა
     ეს არის საინვესტიციო პროცესის დამამთავრებელი ეტაპი და მასზე ბევრ წილადაა დამოკიდებული პირველადი საპროექტო ტექნიკურ-ეკონომიური მაჩვენებლების შესრულება.
     იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანად და სწორად ჩატარდება ეს ეტაპი, შეიძლება ვილაპარაკოთ პროექტის წარმატება-წარუმატებლობაზე. ამიტომ გარდა ტექნიკური საკითხებისა, ინვესტორმა უნდა შეაფასოს ეკონომიური მაჩვენებლები როგორც უშუალოდ ეტაპის, ასევე მთლიანად მთელი საინვესტიციო პროცესის. ამას იგი პაკეტის მეშვეობით იოლად გადაჭრის.

ექსპლოატაცია
     ეს ეტაპი ხანგრძლივია და აქ დროში შეზღუდვა პრაქტიკულად არაა. ინვესტორმა აქაც ყოველწლიურად უნდა იანგარიშოს საპროექტო და ფაქტობრივ სიდიდეებს შორის გადახრები, რომელსაც პაკეტის მეშვეობით განახორციელებს.
     ასეთი ფინანსური მონიტორინგი გრძელდება მანამ, სანამ ინვესტორი არ მივაღწევს ჩადებული ინვესტიციის ამოღების ვადას.

     ამ პროგრამული პაკეტის მეშვეობით ინვესტორი თითოეული ეტაპისათვის შესძლებს:
1. შეამციროს პირველადი გადაწყვეტილების მიღების დრო და დაზოგავს წინასწარი ეკონომიური გათვლების დანახარჯები;
2. საკუთარი ბიზნეს-გამოცდილების მეშვეობით უფრო მეტი ალბათობით გამორიცხოს რისკ-ფაქტორები;
3. თავიდანვე გაზარდოს პროექტის მომგებიანობის პროგნოზის სისწორე;